ჩემი პროექტი - " საქართველო და მისი ნაწილები"
ცხრადღიანი ტრენინგი შევაჯამეთ
ეს ტრენინგ -მოდული დამეხმარა გავცნობოდი პროექტებით სწავლებას, მის დადებით მხარეს. გავეცანი, რომ მოსწავლე არის თავად ჩართული სასწავლო პროცესში, ხოლო მასწავლებელი არის დამხმარე. პროექტული სწავლებისას უვითარდებათ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარები. კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასებებს, შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მიცემული დავალების ადვილად შესრულებას და მიიღებენ შესრულებული სამუშაოს ირგვლივ უკუკავშირს. ტრენინგის მსვლელობისას ასევე შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება დავალების სწორად შესრულებაში.
მსვლელობისას ამ მოდულით ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ვისწავლე, როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განვსაზღრო მისი მომზადებისთვის საჭირო დრო.
მოდული იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, იყო ასევე ნაყოფიერი რადგან პროექტის დაგეგმვის ყველა ეტაპს ვასრულებდით პრაქტიკულად.
უღრმესი მადლობა ქალბატონო ნინო!

No comments:
Post a Comment